მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა მარსელო კლაურიმ საფეხბურთო კლუბ “ნიუ-იორკ სიტის” 10% შეიძინა

მარსელო კლაური ნიუ იორკ სიტი

ბოლივიელ-ამერიკელმა მილიარდერმა მარსელო კლაურიმ MLS-ის კლუბ “ნიუ-იორკ სიტის” 10%-იანი წილი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ კლაურისთვის ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ეს ერთგვარი დაბრუნებაა, რადგან ის კლუბ “ინტერ მაიამის” ერთ-ერთი დამაარსებელია და საკუთარი წილი 2021 წელს გაყიდა. ცნობილია, რომ “ნიუ-იორკ სიტის” ახალი 780 მილიონის ღირებულების სტადიონის მშენებლობა ქალაქ ქუინსში მიმდინარეობს და 2027 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, მარსელო კლაური არის 2 მილიარდად შეფასებული კომპანია, “Claure Group-ის” ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც ინვესტიციებს დებს ტექნოლოგიებში, კლიმატში, ენერგიაში და გართობის ინდუსტრიაში. ის და მასაიოში სონი წარსულში “ინტერ მაიამის” 48%-იან წილს ფლობდნენ, რომელიც 2021 წელს ძმებ მასებს მიჰყიდეს 600-650 მილიონ დოლარად.

აღსანიშნავია, რომ მარსელოს ინვესტიცია აქვს განხორციელებული ესპანურ კლუბ “ჟირონაში” და ბოლივიურ კლუბ “ბოლივარში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები