მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილირდერმა მაიკლ ბლუმბერგმა შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

5dc525e1abf79
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 12:30
1266
ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს. როგორც New York Times იუწყება, 77 წლის მაიკლ ბლუმბერგი აქტიურად ემზადება "დემოკრატიული პარტიის" პრაიმერში მონაწილეობის მისაღებად და ამ კვირაში ალაბამაში კანდიდატად დარეგისტრირებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ბლუმბერგის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას არ გამორიცხავს მისი მრჩეველი ჰოვარდ ვოლფსონი.

"მაიკლი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას... ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტრამპის დამარცხება. მაიკლი სულ უფრო მეტად წუხს, რომ "დემოკრატების" ამჟამინდელი კანდიდატები მზად არ არიან ამისათვის", - დაწერა ვოლფსონმა Twitter- ზე.
 
ბლუმბერგი, საპრეზიდენტო რბოლში ჩართვას დიდი ხანია, აპირებდა. მან ამის შესახებ, 2016 წელს და 2019 წლის დასაწყისშიც ისაუბრა - წერს New York Times. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ბლუმბერგი გადაწყვეტს არჩევნებში ჩაბმას, ამან შეიძლება დემოკრატიული კამპანიის "სეისმური განადგურება" გამოიწვიოს.

"მისი უზარმაზარი სიმდიდრით, ცენტრისტური შეხედულებებით და მჭიდრო კავშირებით, იგი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჯო ბაიდენს", - დასძენს გაზეთი.
 
NYT წერს, რომ ბლუმბერგმა პრაიმერში მონაწილეობის შესახებ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს, რადგან რამდენიმე შტატში რეგისტრაციის ვადა მომდევნო დღეებში იწურება.

აღსანიშნავია, რომ Fox News–ის მიერ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 6%-მა დაუჭირა მხარი ბლუმბერგის დასახელებას პრეზიდენტობის კანდიდატად. შედარებისთვის, ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას 50% უჭერს მხარს, ხოლო ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს - 27%.

მაიკლ ბლუმბერგი 77 წლისაა და გაცილებით უფროსია მოქმედ პრეზიდენტზე. არჩევის შემთხვევაში, მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს იგი თითქმის 83 წლის გახდება. ბლუმბერგი ნიუ–იორკის მერის თანამდებობაზე 2002 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა. პლანეტის უმდიდრესი ბიზნესმენის რეიტინგში ის მე-9 ადგილს იკავებს. Forbes– ის მიხედვით, ბლუმბერგის ქონება 55,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები