მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირაში პარლამენტი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენს

თეა ახვლედიანი

პარლამენტი, მიმდინარე კვირას, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

პარლამენტის ბიურომ 12-15 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. მიმდინარე კვირას პარლამენტი ასევე განიხილავს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ პროექტს, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და სხვა.

პარლამენტის ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები