მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიმდინარე სეზონზე ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტმა 32 000 ტონას გადააჭარბა

ციტრუსი

2025 წლის სეზონის დასაწყისიდან, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტმა 32 000 ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური "აპსინპრესი" ავრცელებს.

სეზონის დასაწყისიდან დღემდე ექსპორტირებულ 32 000 ტონა მანდარინი სრულად რუსეთის ბაზარზე გავიდა. ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონის დასრულებამდე რუსეთში ჯამში 33 000 ტონა მანდარინის ექსპორტი იგეგმება. 2024 წლის სეზონზე 37 497 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ციტრუსისა და ხილის ექსპორტს, სეზონის დასაწყისიდან რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებულ იქნა:

  • 126 ტონა ფეიხოა (1099 ტონა 2024 წელს)
  • 509 ტონა ხურმა (248 ტონა 2024 წელს)
  • 994 ტონა ლიმონი (420 ტონა 2024 წელს)
  • 353 ტონა ფორთოხალი (320 ტონა 2024 წელს)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები