მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთს დაახლოებით 40 000 IT სპეციალისტი დატოვებს- Russoft

629358afc23b8
ანა ლაპიაშვილი
29.05.22 18:00
1617
Russoft-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთს დაახლოვებით 40 000 IT სპეციალისტი დატოვებს. RBC წერს, რომ კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა 162 კომპანიის მონაწილეობით შედგა და წელს ტრადიციულ კითხვარში დამატებული იყო კითხვები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე "სამხედრო ოპერაცის" უკავშირდებოდა.

Russoft-ი თავის პროგნოზში ითვალისწინებს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და უკან აღარ დაბრუნებულან. სულ რამდენმა IT სპციალისტმა დატოვა ქვეყანა, ეს კვლევაში დაზუსტებული არ არის.

RBC წერს, რომ IT სპეციალისტების უდიდესი ნაწილი, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს, უცხოურ კომპანიებში იყვნენ დასაქმებულები და მათმა მშობელმა კომპანიებმა რუსეთში ოფისები დახურეს. ასოციაციის ინფორმაციით, IT სპეციალისტების იმ საერთო რაოდენობიდან, ვისაც ქვეყნის დატოვება შესთავაზეს, 30%-მა რუსეთიდან წასვლის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

ანალიტიკოსების შეფასებით და მათი მოლოდინით, 40 000 დან ნახევარი რუსეთში წლის ბოლომდე დაბრუნდება. ამის მიზეზად კი რუსეთის მოქალაქეების მიმართ მტრული დამოკიდებულება სახელდება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ქვეყნიდან წასული IT სპეციალისტების 85% რუსეთში დაბრუნდა. მისივე განცხადებით, მთავრობის მხრიდან მიღებული ზომები "სწრაფი რეაგირებაა გამოწვევებზე."

ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ინფორმაციით, მარტში რუსეთი 50 000 დან 70 000 IT სპეციალისტმა, აპრილში კი კიდევ 70 000–100 000-მდე დატოვა ქვეყანა.