მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰესის განვითარების შესახებ - ღარიბაშვილი

649e9acad2386
BM.GE
30.06.23 13:04
570
შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.

„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე - 3000 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთს შეადგენს.

ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში”, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები