მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა, კახა კახიშვილს მივმართო... ჩვენ ერთად ვიცავდით ადამიანის უფლებებს" - ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელი წუხს, რომ „რუსული კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დამძლევ დეპუტატებს შორის „ქართული ოცნების“ პარლამენტარი კახა კახიშვილი არის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

- ყველას ხომ ჩვენი დარდები გვაქვს და მეც ერთ კაცს დავასახელებ გულდაწყვეტით... მინდა, კახა კახიშვილს მივმართო - ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრების 2/3 არასამთავრობო სექტორში გაატარა; ჩვენ ერთად ვიცავდით ადამიანის უფლებებს ამ ქვეყანაში და ერთად ვიბრძოდით ყველაფერი იმისთვის, რასაც ახლა ებრძვის „ქართული ოცნება“ და რაზედაც გუშინ კახა კახიშვილმა მწვანე ღილაკს მიაჭირა ხელი. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე გადავამოწმე, ხომ იცით, გულის სიღრმეში რომ გინდა, რაღაც გჯეროდეს - ისიც ვიფიქრე, იქნებ აღარც არის პარლამენტში-მეთქი, იმდენად არ გამიგია მისი ხმა. სამწუხაროდ, ის პარლამენტშია.

- თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პასიურია...

- დიახ, როგორც ჩანს, შინაგანად აწუხებს ეს ყველაფერი, მაგრამ <პასიურობა> მას ვერ გადაარჩენს იმ სირცხვილისგან, რომლის თანამონაწილეც გახდა.

- ასე რთულია პარტიიდან წასვლა?

- საერთოდ არაა რთული; სინამდვილეში, რთულია საკუთარ ღირებულებებსა და პრინციპებზე უარის თქმა, რისიც გჯეროდა მთელი ცოხვრება. თანამდებობა არაფერს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები