მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა, მთავრობის შესაბამის წევრებს ვთხოვო, განაგრძონ მოლაპარაკებები" - კობახიძე "ლიბერთი ბანკზე"

ბანკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებს "ლიბერთი ბანკთან" მოლაპარაკებების გაგრძელებას იმ მიზნით სთხოვს, რომ პენსიონერებს დაზუსტებული ინფორმაცია შემცირებული სესხების შესახებ დროებით მიეწოდოთ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელებთან გასული კვირის განმავლობაში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლიბერთი ბანკს, რომელმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა. გვესმის, რომ ბანკს პირველ რიგში კომერციული ინტერესები აქვს, მაგრამ მან სოციალური პასუხისმგებლობაც გამოავლინა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს რამდენიმე პროცენტით შეამცირებს.

მინდა, მთავრობის შესაბამის წევრებს ვთხოვო, რომ განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა ჩვენს პენსიონერებს არსებული პირობების დაუზუსტდეთ და სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: 22 თებერვალს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდანაა დაწესებული. "ლიბერთი ბანკში" განმარტავდნენ, რომ 150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე პროცენტის შემცირება მათი გადაწყვეტილება იყო და ამავე დროს ამბობენ, რომ დეტალები იმის შესახებ რამდენ პენსიონერს, ჯამურად რა მოცულობის თანხით შეუმცირდება, ზუსტდება. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპენსიო სესხების საკითხი იყო 23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას პარლამენტში დაბადების მთავარი თემაც. ინტერპელაციით წესით საკანონმდებლო უწყებაში გამოსვლისას ნათია თურნავა საკითხზე საუბრისას "150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე საუბრობ და არა 150 000 პენსიონერის სესხზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები