მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინდა უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდეთ, ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ - ფონ დერ ლაიენი

6321b2cf0b4f0
მარიამ ვარადაშვილი
14.09.22 14:38
590

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი ვერ იქნება.

“მინდა, დასავლეთ ბალკანელებმა, უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ევროკავშირშია და ევროკავშირი სრულყოფილი თქვენ გარეშე ვერ იქნება”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები