მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრები, დეპუტატები, ავტობუსების მძღოლები, კონტროლიორები - ვაქცინაციის პრიორიტეტული ნუსხა ფართოვდება

609109c23397c
ინგა მურუსიძე
04.05.21 12:44
586
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

„მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია სამი ვაქცინით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "სინოფარმი" მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები