მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

62729746d4919
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 19:34
594

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში.

„საქართველო - იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, გასულ წელს ხელი მოეწერა შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაცვას და ურთიერთაღიარებას, ასევე ინვესტიციებს წაახალისებს ორივე მხრიდან. იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მეტად ლიბერალიზებაზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები