მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრის გაფრთხილება - ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე კომენტარს აკეთებს

5de6394dac6a2
თელარა გელანტია
03.12.19 14:29
964
შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების ხელმოწერის ვადა 16 დეკემბერს იწურება, წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ე.წ. ფინანსური დახურვა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტის შესახებ ჟურნალისტების დაინტერესებას უპასუხა.

ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს:

„ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით, არ გვაქვს კონსორციუმისგან რაიმე დამატებითი ინფორმაცია ინვესტორების შესახებ. რაც შეეხება ვადებს, არ მინდა შევიდე ზედმეტ შეფასებებში, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება შესრულდეს.

31 დეკემბერი არის ის ვადა, როდესაც იწურება ხელშეკრულების მორიგი გახანგრძლივება და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე განვახორციელებთ იმ ქმედებებს, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით. პრაქტიკულად, ორი წლით გახანგრძლივდა ვადა, რომელიც გამოყოფილი იყო ამ პროექტის განხორციელებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები