მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მირჩევნია, ჩემს სექტორში ვიყო პირველი"- რატომ არ გადაკეთდება "რიკო კრედიტი" ბანკად?

5e47ea4b98a50
ანი ციხისთავი
15.02.20 17:44
6758
“მიკროსაფინანსო ბაზარზე “რიკო” აწესებს სტანდარტს” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” “რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

ნიკოლაიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიკროსაფინანსო ბაზარზე იყოს ორგანიზაცია, რომელიც შექმნის ყველაფრის - ეთიკის, მუშაობის, საპროცენტო განაკვეთის - სტანდარტს.

“თუ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბანკად გადაკეთდება, ეს სექტორს ძალიან შეასუსტებს”,- აცხადებს “რიკო კრედიტის” წარმომადგენელი.

“ეს სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მე მინდა დავრჩე იმ ნიშაში, სადაც ძალიან ძლიერი ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ კომერციული ბანკების ბაზარზე არსებობენ ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორებიც “თიბისი” და “საქართველოს ბანკია”, მირჩევნია ჩემს სექტორში ვიყო ნომერი პირველი, ვიდრე სხვა სექტორში რომელიღაც ბოლო ადგილს წარმოვადგენდე”,- აღნიშნავს “რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები