მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების ნახევარი სალომბარდე სესხებზე მოდის

6403a7deae98b
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.23 22:20
1164
სტატიაში საუბარია:
საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, გასული წელი კომპანიებმა 113.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს 2021 წლის ანგარიშთან შედარებით 15.9 მილიონი ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზომა 1.57 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 214 მილიონი ლარით, ანუ 15.7%-ით მეტია. მისოებში სულ 827 ათასი კრედიტი არის რეგისტრირებული, ხოლო საშუალო სესხის ზომა 1,900 ლარს შეადგენს.

მისოების მიერ გაცემული სესხები კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:

● სალომბარდე სესხები - 787,529,793 ლარი, მატება წინა წელთან 20%;
● სამომხმარებლო სესხები - 407,978,923 ლარი, მატება წინა წელთან 21%;
● ვაჭრობა და მომსახურება - 187,165,975 ლარი, მატება წინა წელთან 6%;
● სოფლის მეურნეობა - 103,534,404 ლარი, მატება წინა წელთან 16%;
● ონლაინ სესხები (ნაშთი) - 31,833 ლარი, კლება წინა წელთან -5%;
● საგანვადებო კრედიტები - 51,437,962 ლარი, კლება წინა წელთან -5%.

მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური აქტივები 1.87 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 345 მილიონი ლარით მეტია.

გასულ წელს მისოებმა გაცემულ სესხებზე 372 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 72 მილიონი ლარი შეადგინა. პერსონალსა და საოპერაციო ხარჯებზე მისოებმა 185 მილიონი ლარი დახარჯეს, საპროცენტო ხარჯი კი 259 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ აღებულ სესხებს, ის 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტები 491 მილიონი ლარია, უცხოური საფინანსო ორგანიზაციებიდან, მათ შორის დონორებისგან მოზიდული სახსრები 325 მილიონია. სხვა მოზიდული კაპიტალი კი სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მოზიდულო სახსრებია.

არსებული მდგომარეობით, საქართველოში სულ 36 მისო მოქმედებს, რაც წინა წელთან შედარებით ორით ნაკლებია. სექტორი მთლიანობაში 4,300 ადამიანს ასაქმებს. დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 280-ით არის გაზრდილი.

2022 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 18.6 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები