მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიშელ ობამა ბაიდენის ნაცვლად. შესაძლოა, დემოკრატებმა საპრეზიდენტო კანდიდატი შეცვალონ - Spiegel

მიშელ ობამა

Spiegel-ის ინფორმაციით, აგვისტოში ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის და მის მაგივრად დემოკრატები ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას წარადგენენ.

გამოცემა წერს, რომ მიშელ ობამა, უკვე დაემატა პოტენციურ კანდიდატთა სიას. ამ ეტაპზე კი, დემოკრატები საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებენ, რათა გამოიკვეთოს რამდენად კონკურენტუნარიანია ობამა.

გამოცემისვე ცნობით, შტატების დემოკრატიული პარტია არ გამორიცხავს, ​​ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება 2024 წლის აგვისტოში ჩიკაგოში პარტიის ყრილობის დროს გამოაცხადოს.

"ბევრი ამერიკელი ოცნებობს ქალ პრეზიდენტზე" - წერს გამოცემა და აღნიშნავს რომ ამერიკელთა ორი მესამედი ბაიდენს ძალიან მოხუცებულად თვლის იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ ოთხი წელი მართოს.