მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mistral AI-ს ყველაზე დიდი წილის მფლობელი ნიდერლანდური ASML გახდა

წილების ყიდვა

ნიდერლანდური ტექ-გიგანტი, ASML ფრანგული სტარტაპის, Mistral AI-ს უდიდესი მეწილე გახდა.

კომპანიამ მასში $1.5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ამ მოცემულობით ASML სტარტაპის აქციების 11%-ს ფლობს. ამჟამად, Mistral AI-ს შეფასება $13,7 მილიარდს აღწევს და ევროპის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ყველაზე მსხვილ მოთამაშედ ითვლება.

წილების მიღებასთან ერთად, ASML-მა Mistral AI-ს სტრატეგიულ კომიტეტში ერთი ადგილიც მოიპოვა, რაც სტარტაპზე კომპანიის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის. ნიდერლანდურ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Mistral-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელის ASML-ის ჩიპების მწარმოებელ მოწყობილობასთან ინტეგრირება ეფექტურობას გაზრდის და კომპანიას სხვა ინოვაციური პროდუქტების შექმნის საშუალებასაც მისცემს.

ცნობისთვის, ASML არა ნახევარგამტარებს, არამედ მათ მწარმოებელ დანადგარებს ქმნის. კომპანიის პროდუქტს კი ისეთი ტექ-გიგანტები იყენებენ, როგორებიც TSMC, Samsung-ი და Intel-ი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები