მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუციაა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბა

საქართველოს ხელისუფლების მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის უსამართლო, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. ამის შესახებ მან მცხეთაში პარტაქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ვიზალიბერალიზაციასა და ლგბტ პროპაგანდაზე რეოზლუციაში გაწერილი რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება.

„ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პარტიული და პოლიტიკური თანამდებობა რომ გვერდზე გავწიო, შეურაცხმყოფელია. რას გვეუბნება ევროპარლამენტის 450 დეპუტატი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი, რეალურად ავტოკრატიული და დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას და რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო, თავისუფლება მოუტანა, ქვეყანას ევროასოცირების შეთანხმება მოუტანა, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი... - ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასაქნცირდეს და ვინც მთავარი დამანგრეველი იყო - ვინც მოიტანა ომი ნგრევა, უბედურება, ადამიანის წამება, ბიზნესის და თავისუფალი მედიის რეკეტი, სააკაშვილს ვგულისხმობ - ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ, რომ ომი დაიწყოს.

ამიტომ ეს მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუციაა.

ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი - როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?! უვიზო რეჟიმი ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა. საზოგადოებას შევახსენებ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს მე შს მინისტრი ვიყავი და ბიძინა ივანიშვილი პრემიერი იყო, საქართველოში სესილია მარშტრუმი იყო ჩამოსული და მან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა პირადად მე გადმომცა, მაშინ ჩვენი სამინისტროს გასაკეთებელი 70% იყო, დანარჩენი - სხვა სამინისტროების. ეს საქმე ქვეყანამ და მთავრობამ გაიარა.ამაზე შეიძლება მინიშნება, რომ რაღაც იცვლება. ამ კანონით, საუბარია რომ კურსი იცვლება - ეს ხომ დიდი აბსურდია.

რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ასევე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ჩაგვიწერეს. ევროპარლამენტი ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ხალხს. 90%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია. არ აინტერესებს ქართველ ხალხს ეს. როდესაც ევროპარლამენტი გეუბენება, რომ შენ ეს არ უნდა მიიღო თავად ახდენს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები