მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტები ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ეს არის სამწუხარო - კობახიძე ძალადობის ფაქტებზე

აქცია

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტები ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ეს არის სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, თუ რატომ არ არის რეაგირება ძალადობაზე და რატომ არ იწყება გამოძიება მომხდარი ძალადობის ფაქტებზე.

„რაც შეეხება ინციდენტებს, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის სამწუხარო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შეესაბამება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს, შემიძლია ამის ვიდეოები გაჩვენოთ, თუ რა ხდება ნიუ იორკში, როტერდამში, პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ეს სამწუხაროა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სტანდარტი იყოს უფრო მაღალი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერი თუნდაც პროვოკაციას. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება რეგირებაც. ამას ხაზს ვუსვამ“, - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერს შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ და ეს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის. „სადაც სამართალრადღვევაა, უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ძალადობას არცერთ მხარეს არ ვიწონებთ. ყველა მიმართულებით არის საჭირო ძალადობაზე სათანადო რეაგირება“, - თქვა მან და დასძინა რომ ყველა უნდა დაელოდოს სამართლის აღსრულებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიება არის დაწყებული. „გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და ყველაფერი წარიმართება პროცედურების შესაბამისად“, - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები