ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რობერტ სინგლეტერი BMG-სთან აცხადებს, რომ ის სებ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
დღეს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვეს პოსტები. მათი გადაწყვეტილება გუშინ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ბრძანებას უკავშირდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესს ადგენს. კერძოდ კი საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები გავრცელდება მხოლოდ მაშინ თუკი მის წინააღმდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო მიიღებს.
"ამჟამად მივდივარ ბანკში დაგეგმილ შეხვედრაზე, რათა უფრო მეტი შევიტყო ამ ბრძანების შესახებ. ჩემს პოზიციას ამ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ," - აცხადებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რობერტ სინგლეტერი.