მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმები ცესკო-ს გადაწყვეტილებას - ომბუდსმენი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ლევან იოსელიანი

მივესალმები ცესკო-ს მიერ ოპოზიციური პარტიების ჩართულობით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში - განცხადება სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა.

„გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები არ დარჩენილიყვნენ ხმის უფლების გარეშე.
დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალმა დადგენილებამ ეს შესაძლებლობა ჩვენს დევნილ მოქალაქეებსაც მისცა“, - წერს ომბუდსმენი.

ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები