მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივიდეთ სექტემბრამდე“ - ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

61017076d57da
ინგა მურუსიძე
28.07.21 19:22
970
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ მაისში შედგა.

როგორც აბაშიძემ bm.ge-ს განუცხადა, ოფიციალური თბილისი მიესალმება, თუკი რუსეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.


საქმე ის არის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ავიაემბარგოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოდან რუსეთის დუმას დეპუტატი სერგეი გავრილოვი დელეგაციასთან ერთად დროზე ადრე გაუშვეს. ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ფრენების აღდგენას გარკვეული პირობების სანაცვლოდ ითხოვდა და ერთ-ერთი პირობა ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა იყო.

ჩვენთან საუბარში ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ კარასინთან ამ საკითხზე უკვე ისაუბრა მაისში და მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება და ფრენებთან დაკავშირებით,სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

„მაისში გამართულ შეხვედრაზე თავად ახსენა <კარასინმა> ეს თემა. ზოგადად ამაზე მოსკოვში მსჯელობენ, ხოლო ამის შემდეგ ამაზე საუბარი არ გვქონია. ჩვენი მთავრობის პოზიცია ასეთია: როცა რუსეთმა ფრენები შეაჩერა, იმ დროიდან ვამბობთ, რომ თუკი რუსეთი გადაწყვეტს ფრენების აღდგენას, ჩავთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენს ინტერესებშია ტურიზმის განვითარება და ა.შ. ჩვენი წინაპირობა არის ის, რომ ორივე მხარისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება უნდა იყოს მისაღები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

bm.ge-ის კითხვას -  „გადაუარა თუ არა რუსეთს გაბრაზებამ“, აბაშიძემ ასე უპასუხა: „ვნახოთ, ვნახოთ, მივიდეთ სექტემბრამდე და შევხედოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ დანარჩენზე. ჩვენ მომხრე ვართ ფრენები აღდგეს და მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ“.

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა - TASS.RU

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები