საქართველოს მესამე პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა. ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს სააკაშვილის მიმართვაც გააცნო.
“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს ყველა ქართული თუ საერთაშორისო ნორმის დარღვევაა. ამიტომ, იძულებული ვარ, პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მივმართო. ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით ჩართვის მაინც. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
დღეს, 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო მიხეილ სააკაშვილის პროცესი ვერ გაიმართა, რისი მიზეზიც პენიტენციური სამსახურის განცხადება გახდა, რომ ერთი კვირის მანძილზე ვერ მოახერხეს სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.