საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები და EU-ს მთავრობები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილ კანდიდატობის კითხვართან დაკავშირებით დადებით დასკვნას მიიღებენ.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს EU-ს კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა. როგორც ცნობილია, ამ კითხვარებთან დაკავშირებით ევროკომისიას საკუთარი დასკვნა მომდევნო თვეში ექნება.
“საქართველომ უპასუხა ევროკავშირის კითხვარს, ევროკომისიამ ახლა უნდა მოამზადოს ანგარიში EU-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებისთვის, რომელთა შეკრებაც 2022 წლის ივნისში იგეგმება. ჩვენ ყველამ ვიცით ვითარება, რაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოშია და თქვენი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების შესახებ. არსებობს ძირითადი მხარდაჭერა ამ ქვეყნების ევროპული გზის და ევროპული მისწრაფებების მიმართ. მე მჯერა, რომ ივნისში ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები და მათი მთავრობები მივლენ დადებით დასკვნამდე", - ამბობს ჰუბერტ ქნირში.