მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ბოდიში სიტუაციას ვერ შეცვლის - ბჟანიას სტრატეგიული კვლევების დირექტორი

აფხაზეთი

"აფხაზეთი დადებითად აღიქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, თუმცა აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე რაიმე სახის საუბარი დაუშვებელია", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების დირექტორმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი მზადაა, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესს ხელი შეუწყოს, მივესალმებით. აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი არ შეიძლება დადებითად არ შეფასდეს, თუმცა საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთთან ურთიერთობის დაწყება სუფთა ფურცლიდან ვერ გამოვა და მხოლოდ ბოდიში სიტუაციას ვერ შეცვლის", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები