მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ჩაატაროს ახალი არჩევნები ან დაელოდოს დაშლას - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს "ქართულ ოცნებას" ორი ვარიანტი აქვს. როგორც მან ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთია დათმობა და ახალი არჩევნების ჩატარება, ხოლო მეორე ის, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს.

"დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს; დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს დათმობაზე, ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება.

მეორე ვარიანტი ბევრად უფრო რთულია ქვეყნისთვის - დაელოდოს, როდის დაიშლება პარტია ბოლომდე, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს. ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა - ახალი არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა. ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ. ეს ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გაემგზავრება და ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. მისივე თქმით, მისი, როგორც პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები