მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველ პარტიას ხალხისგან არ მიუღია მანდატი რომ შეაჩეროს ევროკავშირისკენ მისწრაფება - ესტონეთის პრეზიდენტი

კარისი

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"კიდევ ერთხელ დავუდასტურე სალომე ზურაბიშვილს ძლიერი მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და მათი სურვილის მიმართ რომ შეურთდნენ ევროკავშირს, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილს სიმტკიცე ვუსურვე", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი სოციალურ ქსელ X-ზე.

ამას გარდა, ესტონეთის პრეზიდენტი წერს, რომ "ქართულ ოცნებას" უფლება არ აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს.

"მმართველ პარტიას ხალხისგან ნამდვილად არ მიუღია ის მანდატი რომ შეაჩეროს ქართველების უმრავლესობის მისწრაფება. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდი ხნის მიზანია", - წერს კარისი. ის ასევე გმობს სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებულ გადამეტებულ ძალას დემონსტრანტების მიმართ.

თბილისში საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნაზე უარი თქვა, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

უკვე მესამე დღეა მასშტაბური აქციები იმართება თბილისში და პოლიცია აქციის მონაწილეების ფიზიკურად უსწორდება და აკავებს. ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები