MMT ჰოსპიტალის ტექნოლოგიურ განვითარებაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, აქედან ₾6 მლნ-ზე მეტი რობოტული ქირურგიის განვითარებაზე მოდის. ჰოსპიტლის დამფუძნებელი და პროფესორი "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას გლობალურად მედიცინაში რობოტული ქირურგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ბოლო 4 წელიწადში MMTჰოსპიტალმა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც რობოტული ქირურგიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში განხორციელებულმა, ინვესტიციამ 6 მლნ ლარს გადააჭარბა", - აღნიშნა გურამ ქარაზანაშვილმა ამის შესახებ პროფესორმა, MMT ჰოსპიტალის დამფუძნებელმა, გურამ ქარაზანაშვილმა და იქვე განმარტა, "წინა ტიპის ქირურგიები, როგორიც იყო ლაპარასკოპია და ღია ქირურგიაც განვლილი ეტაპებია. დღეისათვის, სტანდარტი რობოტული ქირურგიაა. იმიტომ, რომ მას ყველა ის პოზიტიური, დადებითი თვისებები გააჩნია, რაც ღია და ლაპარასკოპიულ ქირურგიას ერთად აქვს. რობოტულ ქირურგიაშია ყველაფერი კონცენტრირებულია. მაშასადამე, დღეისათვის თუ ჩვენ გვაქვს რობოტული ქირურგია, ნიშნავს, რომ ნამდვილი ქირურგია, დასავლური, მაღალტექნოლოგიური ქირურგია. თუ კარგი ქირურგია გაქვს, შესაბამისად მთელს მედიცინაზე გავლენას ახდენს“, - ამბობს პროფესორი.
მისივე ცნობით, MMT ჰოსპიტალს გეზი დასავლური სტანდარტების დანერგვისკენ აქვს აღებული. ეს მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ განვითარებას, ასევე სერვისსაც.
„განათლება დასავლეთში მაქვს მიღებული და 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობდი. ლიცენზია გერმანიაში მაქვს აღებული. მაშასადამე, ჩვენი კლინიკის სტანდარტი დასავლეთისკენ არის მიმართული. პირადად მე ყოველთვის ვცდილობდი, კლინიკაში სტანდარტი ყოფილიყო დასავლური, როგორც ტექნოლოგიების, ასევე სერვისის კუთხით, ანუ პაციენტების მომსახურების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პაციენტი ყველაზე მთავარია. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ პაციენტი ცენტრში იყოს და ჩვენ ვემსახურებოდეთ. ეს ტექნოლოგიებიც პაციენტს ემსახურება. ეს არის ზუსტად ის, რასაც ბოლო 10 წელზე მეტია ვცდილობთ", - აცხადებს გურამ ქარაზანაშვილი.
მისი თქმით, კლინიკაში დასავლური სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურაა შექმნილი. "დღეს ჩემი კოლეგები ევროპიდან ამბობენ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი ევროპული სტანდარტებისთვის გვაქვს მიღწეული და გაოცებული არიან, რომ ეს შესაძლებელი იყო საქართველოში“, - განაცხადა ქარაზანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პირველი რობოტული ოპერაცია MMTჰოსპიტალმა წელს, 27 თებერვალს ჩაატარა და ამ დრომდე, 8 თვის მონაცემებით უკვე 100 ოპერაცია აქვს ჩატარებული.