პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა "რუსული კანონის" მხარდაჭერისთვის. პაპუაშვილის თქმით, არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ქართველი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ანრი ოხანაშვილმა წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი, რომელიც თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით, მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს. ზუსტად ამას ეხება ეს კანონი. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.




























