მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია ინსტიტუციური გათანაბრება EU-ს რეგულაციებთან - გერმანიის ელჩი თურნავას შეხვდა

გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდა. 

"მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან. შევთანხმდით რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა ძალაში უნდა დარჩეს და საქართველო თავის არიდების ადგილი არ უნდა იყოს. ასევე საჭიროა ინსტიტუციური გათანაბრება ევროკავშირის რეგულაციებთან", - წერს ელჩი ტვიტერზე. 

გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა. ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე თურნავამ განაცხადა, რომ  სებ-მა კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების სრულყოფილად რეალიზების მიზნით  შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება.

ამას გარდა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.

მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე დასანქცირდა 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავას მიერ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები