NATO-ს გენერალური მდივან, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა უნდა მისცეს. ასე უპასუხა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადას ეხებოდა.
მისივე თქმით, შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან აქ NATO-ს ჰყავს როგორც წევრები, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის სახით და ასევე პარტნიორები, უკრაინა და საქართველო.
“ვიცით, რომ უკრაინის პორტები საკვანძოდ მნიშვნელოვანია მარცვლეულისა და საკვების ექსპორტისთვის დანარჩენ მსოფლიოში. ასე რომ რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირება მხოლოდ უკრაინისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს იწვევს ფასების ზრდას სურსათზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბლოკადა დასრულდეს და უკრაინას ისევ მიეცეს მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა”,-აცხადებს სტოლტენბერგი.
მისივე თქმით, NATO ყურადღებით აკვირდება ამ საკითხს.




























