მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მოცემულ შემთხვევაში სიტყვა "ოკუპაცია" არ გამოიყენება“ - პუტინის პრესსპიკერი

621775d19ae8f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 16:40
1400
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპერაციის მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაციაა“.

პესკოვი თვლის, რომ არსებულ მდგომარეობას არ შეიძლება დაერქვას ოკუპაცია: „მოცემულ შემთხვევაში ეს სიტყვა არ გამოიყენება“.

მან განმარტა, რომ „უკრაინის დემილიტარიზაცია“ მისი საბრძოლო პოტენციალის ნეიტრალიზებაა, რომელიც მისი სიტყვებით, ბოლო პერიოდში საზღვარგარეთიდან იკვებებოდა.

„მიზნები პრეზიდენტის მიერ იყო გადმოცემული - უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. კერძოდ კი ერთიც და მეორეც ჩვენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

იდეაში უკრაინა უნდა გავათავისუფლოთ და გავწმინდოთ ნაცისტებისგან“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

BBC-ის წერს, რომ ჯერ კიდევ დილით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ნომერ პირველი ამოცანა - დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონების მასშტაბით სრული კონტროლის მოპოვება და იმ მოქალაქეების გათავისუფლებაა, ვინც უკრაინელი პოლიტიკოსების ზემოქმედების ქვეშ არიან.


უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები