მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდი, დავიწყოთ მადლობით! - გიორგი გახარია

6409986d218d7
ინგა მურუსიძე
09.03.23 12:32
5079
ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს. 

"მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! #მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის!

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით.

დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას!

საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!", - წერს გახარია.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტი უკან გაიწვიონ.