მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგების გადასახადი 20%-მდე მიკროსაფინანსოებსაც გაეზრდებათ - კაკაურიძე

638f40c0c7c94
BM.GE
06.12.22 17:18
997
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მოგების გადასახადი 20%-მდე ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც გაიზრდება.

“საფინანსო სექტორი არის ერთიანი, ერთადერთი გამოყოფა რაც იქნება, არის სადაზღვევო სექტორი, სადაც განსხვავებული საქმიანობაა თავისი შინაარსით. დანარჩენი საფინანსო სექტორი, როგორიცაა მიკრობანკი თუ მისო-ები, ისინი იქნებიან ერთიანი რეჟიმის ქვეშ,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მთავრობის მიერ საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. აქამდე ბანკების მიერ მიღებული მოგება 15%-ის განაკვეთით იბეგრებოდა, რაც 2023 წლიდან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს ერთადერთი ცვლილება არ იქნება და ამასთანავე, ბანკებისთვის დივიდენდის გადასახადი, რაც აქამდე 5% იყო, განულდება. საუბარია მოგების იმ ნაწილზე, რომელზეც გატანის შემთხვევაში იბეგრება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება საგადასახადო ტვირთის მატებას ნიშნავს.

ცნობისთვის, 2022 წლის 9 თვეში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორმა 94 მილიონის მოგება გამოიმუშავა, საიდანაც 12.7 მილიონი მოგების გადასახადზე გაიცა, ხოლო 81.2 მილიონი ლარი კი სექტორის წმინდა მოგება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები