მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოხდა 20 პირის ევაკუაცია" - სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ხანძარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ სარესტორნო ფართში გაჩნდა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში შემთხვევის ადგილზე უკვე გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი. სავარაუდოდ, ხანძარი სწორედ სარესტორნო სივრცეში გაჩნდა“, – განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები