მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოკლე დროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას არ ველით - ექსპორტის განვითარების ასოციაცია

64589a624d4c3
ლიკა გურაბანიძე
08.05.23 23:29
671
“მოკლე დროში სამწუხაროდ, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას არ ველით,” - ასე უპასუხა ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა, გვანცა მელაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, - შემცირდება თუ არა 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ექსპორტით დამოკიდებულება.

მისი თქმით, ამას ის განაპირობებს, რომ აღმოსავლეთით საქართველოს ყოველთვის ლოგისტიკური უპირატესობა ჰქონდა, ვიდრე დასავლეთით. თუმცა მიუხედავად ამისა, მელაძე 2023 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ქართული პროდუქციის დივერსიფიცრებას ელის.

“ახლა იკვეთება სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებთანაც უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ფორმდება და ასევე იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით პირდაპირი რეისებით უფრო დაიტვირთება და მალფუჭებადი პროდუქციის გატანა სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაცილებით ხელსაყრელი იქნება, მანანამ სანამ ქართული პროდუქცია ევროპის ქვეყნებში უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.” - აღნიშნა გვანცა მელაძემ.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ოკუპანტ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, $177 მილიონამდე გაზარდა.

მატება განპირობებულია მთელი რიგი დასახელების პროდუქტების ექსპორტის ზრდით, მათ შორის მომატებულია ღვინის, ფეროშენადნობების, ავტომობილების და მინერალური წყლების ექსპორტი.

რუსეთში საქართველოს ტოპ-5 საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:

1. ფეროშენადნობები - $45 მილიონი, მატება 41%;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $38 მილიონი, მატება 52%;
3. მსუბუქი ავტომობილები - $22 მილიონი, მატება 9,500%;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - $16 მილიონი, მატება 14%;
5. სპირტიანი სასმელები - $13 მილიონი, მატება 160%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები