მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

მოლდოვამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება ნულამდე შეამცირა

ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა სახელმწიფომ, მოლდოვამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება თითქმის ნულამდე შეამცირა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ანდრეი სპინუს განმარტებით, ქვეყანა 100 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის ადგილობრივი კომპანიისგან, Moldovagaz-ისგან იყიდის, ნაცვლად რუსული Gazprom-ისა, რომელიც მიწოდებას შედარებით დაბალ ფასში უზრუნველყოფდა.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების გადაწყვეტილება მოლდოვის მთავრობამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო.

გარდა მიწოდების ჩანაცვლებისა, ზაფხული-გაზაფხულის პერიოდში მოლდოვამ გაზის სტრატეგიული რეზერვებიც შეავსო და ქვეყანა ზამთარს მომზადებული დახვდა.

ცნობისთვის, ომის დაწყებამდე მოლდოვის ენერგეტიკული სისტემა რუსულ გაზსა და კომპანია Gazprom-ზე თითქმის სრულად იყო დამოკიდებული.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები