მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. როგორც მან X-ზე დაწერა, უკრაინის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე ექნება საუბარი.
"ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს უკრაინას და მის ხალხს. მათი გამბედაობა უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას.
ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, ვაჭრობას და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარებას. მოლდოვა რჩება საიმედო მეზობლად",- დაწერა მაია სანდუმ.
In Kyiv today for talks with President @ZelenskyyUa. I bring a strong message of support for Ukraine and its people. Their courage secures our peace.
— Maia Sandu (@sandumaiamd) January 25, 2025
We’ll discuss security, energy, infrastructure, trade, and mutual support on the EU path. Moldova remains a reliable neighbour.



























