მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ სეზონზე “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო დაინიშნოს

ჟოზე მოურინიო

პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც გასულ კვირას იტალიური “რომა” დატოვა, შესაძლოა სამუშაოდ კვლავ იტალიაში დარჩეს.

მოურინიოს აგენტმა ხორხე მენდეშმა თავისი კლიენტი სამხრეთ იტალიურ კლუბ “ნაპოლის” შესთავაზა და თან ულტიმატუმიც წაუყენა, რომლის მიხედვითაც პასუხი არაუმეტეს ორ დღეში უნდა მიიღონ.

თავის მხრივ “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არჩევანის გასაკეთებლად მეტი დრო ესაჭიროება და მენდეშს მოცდა სთხოვა.

დე ლაურენტისის პირველი არჩევანი იტალიელი ანტონიო კონტეა, რომელიც უკანასკნელად, 2023 წელს “ტოტენჰემ ჰოტსპურსს” წვრთნიდა. ამავდროულად ჟოზე მოურინიოს შემოთავაზება არაბული “ალ-შაბაბიდან” ჰქონდა, რომლის წინადადებაც პორტუგალიელმა უარით გაისტუმრა.

ამჟამად, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარია, რომელიც სეზონის ბოლოს, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები