მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

მომავალი წლისთვის 3.5%-იან ინფლაციას ვპროგნოზირებთ - ლაშა ქავთარაძე

მომავალი წლისთვის ჩვენ ვპროგნოზირებთ 3.5%-იან ინფლაციას, რაც აღემატება მიზნობრივ ინფლაციას, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, Galt&Taggart-ის პროგნოზით, მომავალი წლის ინფლაცია 4,4% იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კორექციები შევიტანეთ, როგორც მიმდინარე წლის, ასევე მომდევნო წლის საპროგნოზო მაჩვენებლებში, ეს განპირობებულია ნავთობის ფასების უფრო სწრაფი ზრდით, ვიდრე ამის მოლოდინი იყო მაგალითად წლის მეორე ნახევრის დასაწყისსა და მეორე კვარტალში. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ  მიმდინარე წლის საშუალო წლიური ინფლაცია 2.4 იქნებოდა, თუმცა ახლა მოგვიწია გაზრდა 0,3 პროცენტული პუნქტით და მომავალი წლისთვის ჩვენ ვპროგნოზირებთ 3.5%-იან ინფლაციას, ეს აღემატება მიზნობრივ ინფლაციას, 3%-ს.

მომავალი წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზი აჩვენებს  4,4%-იან ინფლაციას. ის, რომ ინფლაცია უფრო მაღალი აღმოჩნდა ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ დამოკიდებულებაც შევცვალეთ მონეტარული პოლიტიკის ტრაექტორიიდან გამომდინარე. ჩვენი მოლოდინი იყო, ვფიქრობდით, რომ 2024 წლისთვის 8%-მდე ჩამოსვლა რეალისტური იქნებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენების ფონზე 0,5 პროცენტული პუნქტით ცოტა მაღალზე დარჩება და 8,5%-ზე ჩამოვა 2024 წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა ქავთარაძემ.