მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხმარებლების დღიური რაოდენობა დაახლოებით 20 000-22 000-მდეა გაზრდილი - "გალერია თბილისი"

გალერია თბილისი

ვაჭრობის სექტორისთვის წლის ყველაზე აქტიური სეზონი პიკს უახლოვდება. მოლებში მომხმარებლების სიმრავლე ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მზარდია.

"გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ნინი ადუაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ ბაზარზე გაყიდვების დინამიკა წლის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდა, რასაც პირველ ეტაპზე ხელი შავი პარასკევის აქციებმა შეუწყო. მისი თქმით, შავ პარასკევთან მიმართებით, როგორც ბრენდების, ისე თავად მომხმარებლების ქცევა შეიცვალა. რითეილერები ერთი დღის ნაცვლად მომხმარებლებს ფასდაკლებების კვირეულს სთავაზობენ, რაც სავაჭრო სივრცეებში გაზრდილი ნაკადების უკეთ მართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

“მიმდინარე წელს „გალერია თბილისს“ საკმაოდ დადებითი დინამიკა ჰქონდა. გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისში საკმაოდ დაბალი იყო აქტივობა, როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე ტრეფიკის კუთხითაც არ იყო მაღალი აქტივობა, თუმცა წლის მეორე ნახევარში, მომხმარებლის დინამიკა საგრძნობლად იყო მომატებული.

წინა წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 15%-მდე გაიზარდა და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ძალიან მაღალია უცხოელი ტურისტების როლი გაყიდვების კუთხით.

უკვე „შავი პარასკევი“ კვირეულის ფარგლებში ეწყობა და გაყიდვების კუთხითაც საკმაოდ დადებითად აღინიშნება ხოლმე, იმიტომ რომ, მომხმარებლების ტრეფიკი ნაწილდება კვირის ჭრილში, რაც შესაბამისად აისახება გაყიდვებზეც. ამ წელსაც საკმაოდ მაღალი იყო მომხმარებლის როგორც დინამიკა, ასევე საშუალო ჩეკის მოცულობაც.

რაც შეეხება მომხმარებლის ტრაფიკს, მიმდინარე პერიოდში დღიურად მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით გაზრდილია 20 000-22 000-მდე. სტანდარტულად ეს რიცხვი არის ხოლმე დაახლოებით 15 000-მდე”,- ამბობს "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები