“კრედიტინფო საქართველოს” ბიზნესს ანალიტიკოსის მირიან ჯობავას განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკრედიტების მაჩვენებელი მზარდი, ვადაგადაცილებული სესხების წილი კი შემცირებულია. მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30-დღიდან 3 წლამდე ვადით გაპრობლემებული სესხი 20 ათასით ნაკლებ უნიკალურ მომხმარებელს აქვს. მათი რაოდენობა მიმდინარე პერიოდისთვის 160 ათასია.
„საინტერესო 6 თვე იყო, წლის დასაწყისიდან პორტფელი გაზრდილია დაახლოებით 7%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 15%-ია. პოზიტიურია ისიც, რომ უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა რომლებსაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი უფიქსირდებოდათ, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანით არის. მომხმარებლების რაოდენობა თუ ახლა არის 160 ათასის ფარგლებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო 180 ათასი, რაც მნიშვნელოვანი კლებაა. თანხობრივად სურათი იგივეა, უფრო ზუსტად მოცულობაში ვადაგადაცილებული სესხების ზრდა 2%-ია.
სესხის წილობრივი გადანაწილება ისეა როგორც ყოველთვის, ბიზნესს სესხები მთლიანი პორტფელის 42-43%-ს შეადგენს, შემდეგ მოდის სამომხმარებლო და იპოთეკური, სამივე ქმნის მთლიანი სესხების 92-93%ს ქმნის. რადიკალური ზრდა არცერთზე არ შეიმჩნევა“. - განაცხადა ჯობავამ.