მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებლებს არ სურთ თანხა ტანსაცმელზე დახარჯონ" – კომპანია Dalood-ი

5eb0560343183
მარიამ ადამია
05.05.20 09:00
1628
პანდემია ძალიან დიდი გამოწვევაა მოდის ინდუსტრიისთვის, რადგან, სახლში დარჩენილ ადამიანებს, რომელთან ნაწილს აღარ აქვს შემოსავლის წყარო, არ სურს თანხა ტანსაცმელზე დახარჯოს, შესაბამისად შემცირდა შენაძენების რაოდენობაც“ - ამის შესახებ Dalood-ი საერთაშორისო გაყიდვების დირექტორმა, გიორგი ჩემინავამ, Forbes 30under30-ის რუბრიკაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია Dalood-ი უკვე გადავიდა საცალო, ანუ B2C გაყიდვაზე.

„ამისთვის, რეალურად ჩვენ ვიყავით მზად, ჩაშვებული გვქონდა საიტი, სადაც ონლაინ ვაჭრობა მიმდინარეობს. შეკვეთები გვაქვს, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც აქამდე იყო. ატელიე კი, გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და სახლიდან იკერება ტანისამოსი, თუმცა აქ მთავარი პრობლემა არის ქსოვილების ტრანსპორტირება. ანუ საცალო გაყიდვების მთავარი გამოწვევა კი ისევ და ისევ გადაზიდვების მაღალი ფასები რჩება. ანუ საქართველოდან საკურიერო მომსახურება არის ძალიან ძვირი და ყველა დიზაინერის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად გაგზავნა პროდუქტზე ძვირი გვიჯდება“, - აღნიშნა გიორგი ჩემინავამ.

მისივე თქმით, პანდემიის დროს, როდესაც კომპანიებს უწევთ მომხმარებლებს შევთავაზონ უფასო საკურიერო მომსახურება, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას ამ ინდუსტრიაში და ამ მიმართულებით დიზაინერები სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ. რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქედან, რომ ქსოვილების ტრანსოპრტირება და მათი გაძვირებული ღირებულება რჩება პრობლემად, ეს ყველაფერი აძვირებს საბოლოო პროდუქტსაც, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტანისამოსზე ფასები გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები