მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მონოპოლისტი“ Google ვერ აიცილებს აპლიკაციების მაღაზიის რეფორმებს - Reuters

სს
სტატიაში საუბარია:

მოსამართლე ჯეიმს დონატო ამბობს, რომ „მონოპოლისტი“ Google ვერ აიცილებს აპლიკაციების მაღაზიის რეფორმებს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ აპირებდა ბრძანების გამოცემას, რომელიც აიძულებდა Alphabet-ის Google-ს, ანდროიდის მომხმარებლებს აპლიკაციების ჩამოტვირთვის მეტი საშუალება მისცეს.

ცნობილი ვიდეო თამაშის, Fortnite-ის შემოქმედმა, Epice Games-მა კომპანია Google-ის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება ჯერ კიდევ გასულ წელს მოიპოვა.

სასამართლოს შეფასებით, Google-ს მობილური აპლიკაციების ბაზარზე სრული მონოპოლია აქვს, რაც მის მიერ შექმნილი Android-ის სისტემით და Google Play-ით არის განპირობებული, სადაც მხოლოდ იმ აპლიკაციების განთავსებაა შესაძლებელი, რომელსაც თავად Google აუნთებს მწვანე შუქს.

გარდა ამისა, გამოძიებიდან ირკვევა, რომ კომპანიის საფასო პოლიტიკა სრულადაა დამოკიდებული უშუალოდ Google-ის გადაწყვეტილებაზე, რაც კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ აპლიკაციებს შემოსავლებზე 30%-იანი საკომისიო მოსაკრებელი დაუწესოს, რაც ნებისმიერი სტანდარტით ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ დავა მხოლოდ Google-ს არ ეხება, სასამართლოში მეორე საქმეცაა აღძრული, რომელიც Apple-ის App Store-ს უკავშირდება და მასთან მიმართებითაც ვითარება ანალოგიურია - კომპანია იმ მოცულობის მოსაკრებელს აწესებს, რამდენიც მას სურს და აპლიკაციების დეველოპერებს ამ წესებთან უწევთ დამორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პლატფორმის დატოვება უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები