ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ბიტკოინით უზრუნველყოფილ ობლიგაციებს საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა.
საქმე ისაა, რომ ნიუ-ჰემფშირის ფინანსურმა სააგენტომ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და ამ ტრანზაქციას სააგენტომ Ba2 დონის რეიტინგი განუსაზღვრა.
ობლიგაციების უზრუნველყოფის მექანიზმი ბიტკოინის გირაოს სახით გამოყენებას ითვალისწინებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ობლიგაციის დაფარვის ვადად 2029 წელი განისაზღვრა. აქტივების შენახვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კი კომპანია BitGo იღებს.
ინვესტორებისთვის დამატებითი დაცვის მიზნით, ემისიის სტრუქტურა 1.6-ჯერ მეტ უზრუნველყოფას მოითხოვს, სწორედ ამიტომ ბიტკოინის ფასის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაშიც, გირაოს იძულებითი რეალიზაციის მექანიზმი ამოქმედდება და ინვესტორები თანხას უკან დაიბრუნებენ.
ექსპერტები ამ ფაქტს კრიპტოინდუსტრიისა და კლასიკური ფინანსური სისტემის დაახლოების დასაწყისად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ბაზარზე სულ უფრო მეტ ასეთ ემისიებს ვიხილავთ.




























