როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფოს მიერ დაეფარებათ კომუნალური გადასახადები იმ აბონენტებს, რომლებიც:
- თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. მათ დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.
- თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.
ამასთან, სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა ( https://gnerc.org/ge/covid-19 ), სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად, სურთ არ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.




























