ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის არგენტინის ნაკრებისა და იტალიური “მონცას” ნახევარმცველმა პაპუ გომესმა 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
სექტემბერში “სევილიადან” “მონცაში” გადასვლისას გომესს შეტყობინება დოპინგთან დაკავშირებით უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა იტალიელებმა მაინც გარისკეს.
გომესის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება 2022 წლის ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატამდე აღმოაჩინეს. იმ დროს გომესი “სევილიას” განკარგულებაში იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო, ექიმებთან კონსულტაციისა და შემადგენლობის გაცნობის გარეშე საბავშვო ხველების სიროფი დალია, რომელიც აკრძალულ პრეპარატს შეიცავდა.
“სევილიას” მხრიდან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი სწორედ აღნიშნული სკანდალი გახდა, “მონცამ” კი ფეხბურთელის გაფორმებით ტყუილად გარისკა.
ცნობისთვის პაპუ გომესი გასულ სეზონში არგენტინასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო “სევილიასთან” ერთად კი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.