გლობალურმა შემოსავალმა ქალთა სპორტში არნახულ რიცხვებს მიაღწია, რის გამოც მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს შემოსავლები 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ქალთა სპორტის პოპულარობას წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმაც შეუწყო ხელი, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ჩატარდა.
ცნობილია, რომ მხოლოდ ქალთა ფეხბურთმა 2023 წელს 555 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ჯამურად კი თანხამ წლის ბოლოს 1 მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ქალთა ფეხბურთი ყოველწლიურად იზრდება, ჩრდილოეთ ამერიკა შემოსავლის თვალსაზრისით პირველობას ინარჩუნებს. ცნობილია, რომ მთლიანი გლობალური თანხის ნახევარი სწორედ ამერიკაზე მოდის, რომელიც ქალთა სპორტის კომერციალიზაციას ხელს უწყობს.
მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ქალთა სპორტში ინვესტორთა ინტერესი და კლუბების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება და ამიერიდან ქალთა სპორტული ორგანიზაციის შესაძენად მინიმალურ თანხად 100 მილიონი დოლარი განისაზღვრება.
ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელები აპირებენ კონკურენციის გაზრდის მიზნით ქალთა და მამაკაცთა საფეხბურთო მატჩების დროების დამთხვევას, რაც კიდევ უფრო გააღვივებს სპორტში მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ანაზღაურებების შესახებ საუბრებს.