TBC Capital-ის ღვინის სექტორის კვლევის თანახმად, ევროპული ღვინის ფასის მატებამ გაზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი კვლავ გაგრძელდეს.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ გასათვალისწინებელია კონკურენცია ჩილესგან, არგენტინისგან, სამხრეთ აფრიკისგან, ასევე ეკონომიკური და იმპორტის პოლიტიკის ცვლილების რისკები.
2023 წელს, მსოფლიოს მსგავსად, ქართული ღვინის საექსპორტო ფასი წლიურად 16%-ით გაიზარდა. შედეგად, საშუალო საექსპორტო ფასმა ლიტრზე 2.9 დოლარი შეადგინა.
საქართველო გლობალურად საშუალოზე დაბალ საფასო კატეგორიაში ხვდება პორტუგალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ესპანეთთან, ჩილესთან და ავსტრალიასთან ერთად.
რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული ღვინო ყველაზე ძვირად და ყველაზე იაფად - რეიტინგი