მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლეების დეფიციტი და გაჭიანურებული საქმეები - "სასამართლოს გუშაგი" სასამართლოს ეფექტიანობაზე

სასამართლო

ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" ანგარიშის მიხედვით, ქართული სასამართლო არაეფექტიანად მუშაობს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საჭირო 737 მოსამართლის ნაცვლად, ქართული სასამართლო 335 მოსამართლით არის დაკომპლექტებული.

ამასთან, "სასამართლო გუშაგის" დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ხელმისაწვდომი არ არის ცნობები საქმეთა განხილვის ვადების შესახებ, 59 მოსამართლე კი იმ სპეციალიზაციით არ მუშაობს, რომელშიც საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული.

"მწვავე პრობლემად შეიძლება დავასახელოთ საქმეთა ნაკადის მართვა. როდესაც ადამიანი მიმართავს სასამართლოს და როდესაც ის ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას, მას უწევს წლების განმავლობაში ლოდინი, რომ მიაღწიოს შედეგებს. როდესაც ხელისუფლება, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლოში პრობლემაა საქმეთა დიდი ნაკადი და გადატვირთულობა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახოთ რა ზომებს იღებს სასამართლო. ჩვენი შეფასებით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასამართლოში პრობლემა დაიძლიოს. როგორც მინიმუმ, სტატისტიკურ ინფორმაციას არ ამუშავებენ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი საქმეა განხილული კანონით დადგენილ ვადაში, რამდენი გადაწყვეტილება ჩაბარდა, ვთქვათ, მხარეებს კანონით დადგენილ ვადაში და ა.შ. საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა არ არის ადეკვატური და ამ კუთხით ეს ქმნის პრობლემას", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

საქართველოს სასამართლო სისტემა ხუთი ინდიკატორისა და 45 ქვეინდიკატორის საფუძველზე შეფასდა. კვლევის მიხედვით, სასამართლომ ყველაზე დაბალი შეფასება საქმეთა ნაკადის მართვის ნაწილში მიიღო. საერთო ჯამში, სასამართლოს ეფექტიანობა 30%-ითაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები