მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობა იგრძნობს, როცა რუსეთიდან არ შემოვა პური, ზეთი, მარგარინი“... – „ოცნების“ დეპუტატი

6230849bb87db
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.22 16:26
13558
ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას და მნიშვნელოვანია, რომ ეს გავლენა მინიმალური იყოს.

„სანქციებმა იმ სუბიექტს უნდა შეუქმნას დისკომფორტი, ვის მიმართაცაა დაწესებული. დისკომფორტის შედეგად, ისეთი რაღაცის გაკეთება აიძულოს, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასოდეს არ გააკეთებდა.

დაფიქრდით, რა დისკომფორტის მინიჭება შეუძლია საქართველოს ეკონომიკური სანქციებით?

თუ რუსული ბაზრიდან ჩვენი კერძო ბიზნესის მიერ წარმოებული ღვინო იქნება თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაქრება, შეიძლება რუსმა მომხმარებელმა ეს ვერც შენიშნოს, ხოლო საქართველოს მოსახლეობა ძალიან ადვილად და იოლად იგრძნობს, როდესაც პური არ შემოვა, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, მარგარინი, მზესუმზირის ზეთი არ შემოვა და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. მერე დაიწყეთ ინფლაციაზე და ლარის გაუფასურებაზე საუბარი, როდესაც ჩვენი მეწარმის მიერ წარმოებული საქონელი არ გაიყიდება საერთაშორისო ბაზრებზე ეს დააკლდება არა მარტო იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ამ პროდუქტის წარმოებაში არიან ჩართული, არამედ მულტიპლიკატორის ეფექტით მთელს ეკონომიკას გადაეცემა.

გავითვალისწინოთ ის, რომ რეგიონში უსაფრთხოების და ეკონომიკის თვალსაზრისით უსაშინლესი მოვლენები მიმდინარეობს და ეს ასე თუ ისე, ჩვენს ეკონომიკაზე გავლენას მაინც მოახდენს და მოდით, ვეცადოთ, რომ ეს ნეგატიური გავლენა რაც შეიძლება მინიმალური იყოს და ვიფიქროთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა და დეპუტატებს მიმართა:

„აქ რამდენჯერმე გაისმა მოწოდებები სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, ინფლაციაზე და ასე შემდეგ. ეს ჩვენც ძალიან კარგად ვიცით და ვაცნობიერებთ ამ პრობლემებს. თუ მართლა ასე ძალიან წუხხართ და რეალურად ცდილობთ ამ პრობლემების გადაჭრას, მაშინ რა არის თქვენი გაუთავებელი მოხოვნა ეკონომიკური სანქციებზე მიერთების შესახებ?“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები